ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ის ავიაპარკს კიდევ ერთი საჰაერო ხომალდი შეემატა. Boeing 737 თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული და უკვე ავიაკომპანიის კორპორატიული ფერებით არის ბრენდირებული. საჰაერო ხომალდი 148 ეკონომ სავარძელს აერთიანებს.,, Georgian Wing-ი მუდმივად და აქტიურად მუშაობს, როგორც ფლოტის გაზრდის, ასევე ახალი მიმართულებების დამატების კუთხით. თებერვლის თვის მეორე ნახევარში ავიაკომპანიამ რიგით მეორე 148 მგზავრზე გათვლილი სამგზავრო დანიშნულების Boeing 737-ის ტიპის საჰაერო ხომალდი მიიღო. სერტიფიცირების პროცესი სრულად დასრულებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში და საჰაერო ხომალდს მინიჭებული აქვს ამოსაცნობი ნიშანი 4L-UKA. ამ ეტაპზე Georgian Wings-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს ასრულებს მოლდოვასა და აზერბაიჯანის მიმართულებით. თბილისიდან ბაქოს საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით ვოპერირებთ და დაგეგმილი გვაქვს აპრილის თვიდან სიხშირის ზრდა, ხოლო კიშინაუს მიმართულებით ფრენები სრულდება კვირაში ორჯერ ყოველ სამშაბათ და შაბათ დღეს. ავიაკომპანია აქტიურად მუშაობს ახალი მიმართულებების და სერვისების დამატების კუთხით.“- ავიაკომპანია Geosky-ს პრეზიდენტი- შალვა კიკნაძე.Georgian Wings-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ქართული ავიაკომპანიაა.
ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ავიაკომპანიის ოფიციალური საიტის http://georgianwings.com-ის მეშვეობით, ასევე ავია სალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში.