ომანი 2040 წლისთვის ტურიზმის სექტორში 31 მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტირებას გეგმავს, ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ტურიზმის მინისტრის მოადგილემ, მისმა აღმატებულებამ აზან ალ ბუსაიდმა საერთაშორისო ინდუსტრიულ გამოფენაზე ITB Berlin-ზე განაცხადა.

მისი თქმით, 2023 წელი ომანისთვის “ტურიზმის მნიშვნელოვანი მატებით” დასრულდა: სასულთნომ 4 მილიონი სტუმარი მიიღო.

ამჟამად სასულთნოს ხელისუფლება მუშაობს ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე. ეს ინიციატივები მოიცავს სავიზო პროცედურების გამარტივებას და შეზღუდვების შემსუბუქებას 100-ზე მეტი ქვეყნიდან მოგზაურთათვის. გარდა ამისა, ომანი 5,9 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს 360 პროექტში, რომლებიც მიმართულია ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.

ამჟამად სასულთნოს ხელისუფლება მუშაობს ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე. ეს ინიციატივები მოიცავს სავიზო პროცედურების გამარტივებას და მოგზაურთათვის შეზღუდვების შემსუბუქებას 100-ზე მეტი ქვეყნიდან. გარდა ამისა, ომანი 5,9 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს 360 პროექტში, რომლებიც მიმართულია ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.
Messe Berlin-ის გენერალური დირექტორის, დოქტორ მარიო ტობიასის თქმით, გამოფენაში ომანის წარმომადგენლების მონაწილეობა ორგანიზატორებისთვის დიდი პატივია: ამაზე მოლაპარაკებები რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მხოლოდ Covid-19-ის პანდემიის გამო გადაიდო.