Which? Travel​-ის ექსპერტებმა მომხმარებელთა კმაყოფილების საფუძველზე საუკეთესო და ყველაზე ცუდი ავიაკომპანიები გამოავლინეს. კვლევა გასული წლის ოქტომბერში ჩატარდა და 10 000-ზე მეტი ფრენა მოიცვა.

ამრიგად, საუკეთესო ავიაკომპანია გრძელვადიანი ფრენებისთვის იყო Singapore Airlines (83%). მოკლე მანძილზე ფრენებისთვის Jet2.com, აღნიშნული ავიაკომპანია პირველ ადგილს იკავებს (81%).

ყველაზე ცუდი გრძელმაგისტრალური ფრენები იყო Lufthansa (56%), Air Canada (58%), American Airlines (59%) და British Airways (59%).

Wizz Air (44%) ზედიზედ მეორე წელია მოკლე მანძილზე ფრენების რეიტინგში ბოლო ადგილს იკავებს, რასაც მოსდევს Ryanair (47%), Iberia (49%) და Vueling (53%).

ექსპერტები ხაზს უსვამენ იმას, რომ გასულ წელს ავიაკომპანიების მომსახურების სტანდარტები ხშირად “არ იყო ადეკვატური”, ბევრი მგზავრი ხშირად ითხოვდა მხარდაჭერას.