ავიაკომპანია Georgian Airways-მა ივლისის ჩარტერული ავიარეისების განრიგს პარიზის მიმართულებაც დაამატა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” მიერ გამოქვეყნებული განრიგიდან ირკვევა, Georgian Airways-ი თბილისი-პარიზი-თბილისის საჰაერო ხაზზე, ჩარტერულ ავიარეისს 7 ივლისს განახორციელებს.

ავიაბილეთებთან დაკავშირებულ დეტალებზე, ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ Georgian Airways-ის ვებ-გვერდს. 

როგორც ცნობილია, Georgian Airways-ი ივნისში ჩარტერულ რეისებს გემგავს ​ამსტერდამის, ბერლინის, ვენის და თელ-ავივის მიმართულებებით, ხოლო ამიერიდან ჩარტერული ფრენების განრიგს პარიზის მიმართულებაც შეემატება.

Georgian Airways-ი პარზის მიმართულებით ჩარტერული რეისს 7 ივლისს შეასრულებს შემდეგი გრაფიკით: გაფრენა 08:15 საათი, მოფრენა 19:00 საათი);

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია ამსტერდამის მიმართულებით ჩარტერული ფრენების განხორციელებას შემდეგი განრიგით გეგმავს:

ბერლინის მიმართულებით Georgian Airways-ი ჩარტერული რეისების შესრულებას:

• 3 ივლისი, თბილისი – ბერლინი – თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);

ხოლი, ამსტერდამის მიმართულებით Georgian Airways-ი ჩარტერული რეისების განრიგია ასეთია:

• 4 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
• 6 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
• 11 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
• 18 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
• 20 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
• 25 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
• 27 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

ვენის მიმართულებით ჩარტერული რეისების შესრულება შემდეგი განრიგით იგეგმება:

• 5 ივლისი, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);
• 12 ივლისი, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);

თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერული რეისი შემდეგი განრიგით შესრულდება:

• 2 ივლისი, თბილისი – თელ-ავივი – თბილისი (გაფრენა 07:10, მოფრენა 13:15)

ფრენები Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით, ჯანდაცვის უწყებებთან შეთანხმებული პროტოკოლების სრული დაცვით განხორციელდება.

დამატებითი ჩარტერული რეისების და მიმართულებების დანიშვნის შემთხვევაში, ინფორმაცია ცნობილი გახდება მგზავრებისთვის.