GlobalCell-ის საერთაშორისო სიმ-ბარათების (Direct SIM) შეძენა ავიაკომპანია Georgian Airways-ის ფილიალებშიც იქნება შესაძლებელი.

საერთაშორისო სიმ-ბარათის საშუალებით, აბონენტს შესაძლებლობა ექნება, ისარგებლონ როუმინგის უპირატესობებით:

დაფარვის ზონა200 ქვეყანა
უფასო შემომავალი ზარები140-მდე ქვეყანა
უფასო შემომავალი SMS-ებიყველა ქვეყანაში
მობილური ინტერნეტი120-მდე ქვეყანა (3G/4G)
გამავალი ზარი0.29$ -დან
გამავალი SMS0.10$-დან
GPRS 1 მბ0.005$-დან

Georgian Airways-ში GlobalCell-ის საერთაშორისო სიმ-ბარათის (Direct SIM) შეძენა შესაძლებელი იქნება სტანდარტული ღირებულებით (20 ლარი) ავიაკომპანიის ცენტრალურ ფილიალში (რუსთაველის გამზირი 12) და თბილისის აეროპორტის 24 საათიან სერვის-ცენტრში.

სამუშაო დღეები და საათები:

ცენტრალური ფილიალი (რუსთაველის გამზირი 12) – ყოველდღე, 10:00-დან 18:30 საათამდე თბილისის აეროპორტის ს/ც – 24/7