2020 წლის იანვარში შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან 29 მილიონი დოლარით გაიზარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვრის თვეში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში 193 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, (ზრდა +17.6%) რაც 29 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.