GlobalCell-ის საერთაშორისო სიმ-ბარათების (Direct SIM) შეძენა ავიაკომპანია Georgian Airways-ის ფილიალებშიც იქნება შესაძლებელი.
საერთაშორისო სიმ-ბარათის საშუალებით, აბონენტს შესაძლებლობა ექნება, ისარგებლონ როუმინგის უპირატესობებით:
| დაფარვის ზონა | 200 ქვეყანა |
| უფასო შემომავალი ზარები | 140-მდე ქვეყანა |
| უფასო შემომავალი SMS-ები | ყველა ქვეყანაში |
| მობილური ინტერნეტი | 120-მდე ქვეყანა (3G/4G) |
| გამავალი ზარი | 0.29$ -დან |
| გამავალი SMS | 0.10$-დან |
| GPRS 1 მბ | 0.005$-დან |
Georgian Airways-ში GlobalCell-ის საერთაშორისო სიმ-ბარათის (Direct SIM) შეძენა შესაძლებელი იქნება სტანდარტული ღირებულებით (20 ლარი) ავიაკომპანიის ცენტრალურ ფილიალში (რუსთაველის გამზირი 12) და თბილისის აეროპორტის 24 საათიან სერვის-ცენტრში.
სამუშაო დღეები და საათები:
ცენტრალური ფილიალი (რუსთაველის გამზირი 12) – ყოველდღე, 10:00-დან 18:30 საათამდე თბილისის აეროპორტის ს/ც – 24/7












