ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისიდან ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებს ასახელებს. როგორც AviaNews-ს ავიაკომპანიაში განუცხადეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები მოსკოვი და თელ-ავივია.
მაშ ასე, Georgian Airways -ს რეისებზე, თბილისიდან ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების (პირდაპირი რეისები) TOP-5 ასე გამოიყურება:
მოსკოვი;
თელ-ავივი;
პარიზი;
ამსტერდამი;
კიევი.
ავიაკომპანია Georgian Airways-ი ბაზარზე 1993 წლის სექტემბრიდან ოპერირებს. (2004 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ავიაკომპანია”აირზენა – საქართველოს ავიახაზების” სახელით ფუნქციონირებდა).
თავდაპირველად ავიაკომპანია ასრულებდა ჩარტერულ რეისებს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, იტალიაში, ჩინეთში, ეგვიპტეში, ინდოეთში, სირიაში, ასევე, რეგულარულ რეისებს ავსტრიაში.
1999 წელს ავიაკომპანია “აირზენა” გახდა საქართველოს ფლაგმანური ავიაგადამზიდველი.
2004 წელს აგვისტოში, ავიაკომპანიამ სახელწოდება შეცვალა და ოპერირება Georgian Airways-ის სახელწოდებით განაგრძო.
2000 წელს ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ავიაპარკის განახლების შესახებ და ლიზინგით აიღო BOEING 737-500 ტიპის ორი თვითმფრინავი კომპანიისაგან HAPAG-LLOYD.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა ავიაკომპანიამ დასავლური წარმოების საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია დაიწყო. მას შემდეგ Georgian Airways-ი მუდმივად ზრუნავს ავიაპარკის განვითარებაზე და განახლებაზე.