ავიაკომპანია Wizz Air-ი ნოემბრიდან ქუთაისი-ბუქარესტის მიმართულებას აუქმებს. აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაკომპანია ბილეთებს ზამთრის სანავიგაციო პერიოდზეც ყიდდა, თუმცა ავიაკომპანიისგან მიღებული შეტყობინების მიხედვით, მათ ბილეთის თანხა უკან უბრუნდებათ.

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ინფორმაციით, Wizz Air-ი აღნიშნულ მარშრუტზე ოპერირებას მხოლოდ ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში განახორციელებს. მაშინ რატომ ყიდდა კომპანია ზამთრის სანავიგაციო პერიოდზე ავიაბილეთებს, “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ” ავიაკომპანიასთან გადაგვამისამართა, საიდანაც პასუხს ველოდებით.

მათ ვისაც 1-ელი ნოემბრის შემდეგ ქუთაისიდან ბუქარესტის მიმართულებაზე ჰქონდა ნაყიდი ბილეთი შესაძლებლობა აქვთ:

1. დააბრუნოთ ბილეთი და დაიბრუნოთ თანხა (100%) ბარათზე (რითიც გადაიხადეთ);
2. დააბრუნოთ ბილეთი და დაიბრუნოთ თანხა (120%) ვიზეარის ანგარიშზე, რომელსაც შემდეგ სხვა ბილეთის შესაძენად გამოიყენებთ (გაითვალისწინეთ, რომ ვიზეარის ანგარიშზე არსებული კრედიტის გამოსაყენებლად თქვენ, ანუ ანგარიშის მფლობელი უნდა იყოთ ერთ-ერთი მგზავრი)
3. გადაცვალოთ ბილეთი სხვა მიმართულებით ფრენაზე (მაგ.: ქუთაისი – ბუდაპეშტი, ან ქუთაისი – ლარნაკა და ა.შ.).

ზემოთ მოყვანილი სამი ვარიანტიდან რომელიმეთი სარგებლობისთვის უნდა დარეკოთ ქოლ-ცენტრში, ნომერზე 0706777483. სასაუბრო ენა – ინგლისური ან რუსული. მოქმედებს ადგილობრივი ტარიფი, მათ შორის მობილურიდან დარეკვაზეც.

გაითვალისწინეთ, რომ მე-3 ვარიანტით სარგებლობისთვის არ არის თავისუფალი არჩევანი და დარეკეთ მომზადებულებმა, რა მიმართულებაზე გირჩევნიათ გადაცვლა და რატომ მაინცადამაინც იქ და არა სხვაგან. დარეკვამდე მოამზადეთ / ამოიწერეთ ჯავშნის კოდი (PNR, Confirmation Number), ფრენის თარიღი და მგზავრების სახელები.