ირლანდიურმა „ლოუკოსტერმა“  Ryanair-მა საკუთარ საიტზე ავიაკომპანია Air Malta-ს ბილეთების გაყიდვა დაიწყო. საუბარია სულ 20 მიმართულებაზე.

Ryanair-სა და Air Malta-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება სულ ახლახანს გაფორმდა, რაც Air Malta-ს საშუალებას აძლევს Ryanair-ის პლატფორმა გამოიყენოს და Ryanair-ის მგზავრებსაც მოემსახუროს.