ავიაკომპანია Georgian Airways-ის 21 აგვისტოს ბერლინის და 28 აგვისტოს პარიზის მიმართულებით  ჩარტერულ რეისებს შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული რეისების შესრულებაზე ნებართვები უკვე გაცემულია.

“მგზავრთა საყურადღებოდ, ვისაც ბილეთები შეძენილი/დაჯავშნილი აქვს ავიაკომპანია „Georgian Airways“-ის 21 აგვისტოს ბერლინის და 28 აგვისტოს პარიზის ჩარტერულ რეისებზე, გაცნობებთ, რომ ნებართვა აღნიშნული ფრენების შესრულებაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაიცა. რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება:

• 21 აგვისტო, თბილისი – ბერლინი – თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);

• 28 აგვისტო, თბილისი – პარიზი – თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);

აქვე გაცნობებთ, რომ ამავე რეისების დარჩენილ ბილეთებთან დაკავშირებით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას”, – აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.