ძალიან პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება შიდა ტურისტული ნაკადების საქართველოში, სხვადასხვა კურორტზე, შესაბამისად დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო მეტი კონცენტრირება მოხდება ისეთ საკურორტო ზონებზე, როგორიც არის შავიზღვპირეთი, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვრივიშვილის თქმით, მოხდება ტესტირება ყველა იმ თანამშრომლის, იმ ადამიანის, რომელიც აქტიურად არის ჩართული სერვისის მიწოდების ნაწილში სხვადასხვა ტურისტულ ობიექტზე.

“ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მეტად ვიქნებით დაცული და რა თქმა უნდა, ეს იქნება ხელშემწყობი ფაქტორი შიდა ტურისტული ნაკადების კიდევ უფრო მეტად გაზრდის“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.