ავიაკომპანია Georgian Airlines-სა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიხედვით ავიაკომპანია და უნივერსიტეტი საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მჭიდროდ ითანამშრომლებენ, ისეთი მიმართულებებით როგორიცაა: პიროვნების ინტელექტუალური და პროფესიული პოტენციალის რეალიზება, უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება, დამამთავრებელი კურსის სტუდენტების მიერ სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და მათი დარგობრივი კომპეტენციების ფორმირების ხელშეწყობა. მხარეები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლონ აღნიშნული მიზნების მისაღწევად და განახორციელონ ურთიერთშეთანხმებული საქმიანობა.