ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი მიმართულებების დამატებაზე მუდმივად მუშაობს. დღეს, 22: 50 საათზე გდანსკიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდება.

პოლონეთის საპორტო ქალაქი გდანსკი იქნება რიგით მეოთხე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, რეგულარული ავიარეისები შესრულდება.

ამ დღესთან დაკავშირებით, პირველი რეისის მგზავრებს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი, გიორგი ჩოგოვაძე დახვდება და სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს.

გდანსკი პოლონეთის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ცენტრი და ნავსადგურია ბალტიის ზღვაზე. ქუთაისიდან გდანსკის მიმართულებით და პირიქით, რეგულარულ რეისებს  ავიაკომპანია ,,ვიზეარი“ კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს შეასრულებს.

საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი 2018 წელს პირველად გახდა უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია wizz air, რომელმაც მგზავრთნაკადის 12 % გადაიყვანა. (თურქიშ ეარლანსი -11 % 559,984 მგზავრი, ჯორჯიან ეარვეისი – 11 %, 557,031 მგზავრი).