ირლანდიური “ლოუკოსტერი” Ryanair-ი იმ 9 ნახშირზე მომუშავე თბოელექტრო სადგურთა რიცხვს დაემატა, რომლებიც ევროკავშირში ჰაერს ყველაზე მეტად აბინძურებენ.

ავიაგადამზიდავმა Ryanair-მა, რომელიც წლის განმავლობაში 130 მლნ მგზავრს ემსახურება, 2018 წელს გარემოში 9.9 მეგატონა გამონაბოლქვის ემისია მოახდინა. არსებული მაჩვენებლებით, კომპანიამ 2018 წელს ჰაერში 6.9%-ით მეტი ნახშირორჟანგი გამოყო, ვიდრე 2017 წელს. უნდა აღნიშნოს, რომ Ryanair-ის მიერ 2018 წელს ემისირებული გამონაბოლქვი 5 წლის წინანდელ მაჩვენებლებთან 49%-ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება კლიმატს, Ryanair-ი – ეს ახალი ნახშირია. ეს ტენდენცია შენარჩუნდება მანამ, ვიდრე ევროპა არ მიხვდება, რომ ეს არასრულყოფილად რეგულირებული სექტორი შესაბამისობაში უნდა იყოს მოყვანილი: დაწყებული საავიაციო ნავთის გადასახადიდან და წესების შემოღებიდან, რომელიც აიძულებს ავიაკომპანიებს გადავიდნენ ისეთი ტიპის საწვავის მოხმარებაზე, რომელსაც ნულოვანი გამონაბოლქვი აქვს”, განაცხადა ევროპის ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის ფედერაციის მენეჯერმა ენდრიუ მერფმა.

როგორც ცნობილია, ავიაციის წილი ევროპაში სათბური გაზების გამოყოფაში 3%-ს შეადგენს. არსებული პროგნოზით კი 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი შესაძლოა 700%-მდე გაიზარდოს.

მერფიმ ავიაციას “ევროპის ყველაზე დიდი კლიმატური მარცხი” უწოდა.