დიდებულ და პომპეზურ ბუდაპეშტს შეუძლია ასიამოვნოს როგოც მათ, ვისაც  უძველესი ევროპა სურს იხილოს და უფრო მეტი გაიგოს ისტორიის შესახებ, ისე მათ, ვინც მოგზაურობის დროს  ექსკურსიების ფარგლებს გარეთ გასვლას ამჯობინებს. თუ ქალაქის ორივე მხარეს გსურთ გაეცნოთ, გირჩევთ ჩვენს მიერ შერჩეულ ბუდაპეშტის TOP-20 საინტერესო ადგილს ეწვიოთ.

1. პარლამენტი

ბუდაპეშტში ყველაზე ცნობადი და უდავოდ ყველაზე დახვეწილი შენობაა. იგი ქალაქისა და მთლიანობაში უნგრეთის ნამდვილი სიმბოლოა. პარლამენტი ღიაა საზოგადოებისთვის და ყველას აქვს შესაძლებლობა მისი არანაკლებ შესანიშნავი ინტერიერი იხილოს. ევროკავშირის არარეზიდენტებისთვის ბილეთის ღირებულება 5,200 უნგრულ ფორინტს (€16) შეადგენს. ინფორმაციას მუშაობისა და რუსულენოვანი ექსკურსიების განრიგის შესახებ ამ ვებ-გვერდზე გაეცნობით.

2. ბუდას ციხესიმაგრე

ქალაქის ძველი ნაწილი, სადაც სამეფო სასახლე, ისტორიული მუზეუმი,  წმინდა მატიაშის ეკლესია და მრავალი სხვა ღირსშესანიშნაობა მდებარეობს. აქ Siklo-ს ძველი ფუნიკულიორით შეგიძლიათ ამოხვიდეთ, ერთი გზის ბილეთის ღირებულება 1,200 ფორინტია, ორი გზის – 1,800 (€3.85 და €5.75 შესაბამისად).

3. მეთევზეთა ბასტიონი

ბუდას ციხესიმაგრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, რომელიც ცალკე აღსანიშნავად ღირს. თუ ამ სახელის გაგონებისას სათევზაო ბადეებსა და მკაცრ მეთევზეებს წარმოიდგნთ, გაოცებული დარჩებით.  სინამდვილეში, ეს არის ლამაზი თეთრი ქვის ციხე შვიდი კოშკით, რომელმაც ეს სახელწოდება მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ ოდესღაც ამ ადგილას თევზით ვაჭრობდნენ. დუნაის და პეშტის ულამაზესი ხედი სწორედ მეთევზეთა ბასტიონიდან იშლება, ასე რომ არ დაიზაროთ აქ ამოსვლა, მით უმეტეს, რომ შესვლა უფასოა.

4. ჯაჭვის ხიდი

ქალაქის კიდევ ერთი სიმბოლოა დაკიდული ხიდი, რომელმაც მე-18 საუკუნის ბოლოს ბუდა და პეშტი დააკავშირა. მისი სილამაზით ტკბობა შეგიძლიათ როგორც სანაპიროდან, ისე თბომავლის გემბანიდან, რომელიც თბილ სეზონზე დუნაის მდინარეზე სასეირნო ტურებს ასრულებს. ასეთი გასეირნების ფასი იწყება 3430 ფორინტიდან იწყება (€11).

5. ტრამვაი №2

ეს არის ქალაქის ტრანსპორტი, რომელიც ღირსშესანიშნაობად და მიმოხილვითი ექსკურსიების შესანიშნავ ალტერნატივად იქცა. იგი დუნაის ნაპირის გასწვრივ პეშტის მხრიდან მოძრაობს და ბუდას ყველა ღირსშესანიშნავი ადგილის სწრაფად და იაფად ნახვის შესაძლებლობას იძლევა.

6. საბანაო სეჩენი

ეს არის ევროპის ყველაზე დიდი საბანაო კომპლექსი, უნგრეთის ნამდვილი სიამაყე. ჯადოსნური ადგილი 11 სხვადასხვა აუზითა და 3 საუნით. ყველაზე პოპულარული, რა თქმა უნდა, გარე აუზებია თერმული წყლით (ტემპერატურა ზამთარშიც კი +27°C და +38° C). საბანაო ღიაა 6:00 საათიდან 19:00 საათამდე. შესვლის საფასურია – 4500 ფორინტი (€14.5).

7. საბანაო გელერტი

თუ სეჩენი ბუდაპეშტის ყველაზე ცნობილ და პოპულარულ საბანაოდ ითვლება, მაშინ გელერტს სამართლიანად შეგვიძლია ვუწოდოთ ყველაზე ლამაზი:  მოზაიკის ფერადი ვიტრაჟებისა და მარმარილოს ქანდაკეკების  გარემოცვაში იფიქრებთ, რომ თითქოს რომელიღაც ზღაპრულ სასახლეში დაცურავთ.  აუცილებლად თან იქონიეთ საბანაო ქუდი და პირსახოცი. ეს საბანაო ღიაა 6:00 საათიდან 20:00 საათამდე. შესვლის საფასურია – 4900 ფორინტი (€15.7).

8. საბანაო პალატინუსი

თუ წინა ორი  საბანაო კარგადაა რეკლამირებული, პალატინუსის საბანაოს ძირითადად მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა იცნობს.  ამიტომ აქ ნაკლები ხალხია და შესვლის საფასურიც უფრო დაბალია – 2800 ფორინტი (€9). თუმცა აქ არანაკლებ ლამაზი ღია თერმული აუზებია და მათ გარდა, წყლის სასრიალო და საბავშვო მოედანია, რაც შესანიშნავია ოჯახთან ერთად მოგზაურთათვის.

9. კუნძული მარგიტი

დუნაის შუაგულში კუნძულზე მდებარე დიდი, კეთილმოწყობილი პარკი ზაფხულის თვეებში ადგილობრივი მაცხოვრებლების საყვარელი ადგილია. კუნძულზე #26 ავტობუსით შეგიძლიათ იმგზავროთ. აქ თერმული აუზები, მუსიკალური შადრევანი, საზაფხულო აკვაპარკი და მინი-ზოოპარკი მდებარეობს, ასე რომ თქვენ თამამად შეგიძლიათ თან ბავშვები წამოიყვანოთ – აქ ისინი ნამდვილად არ მოიწყენენ.

10. წმინდა სტეფანეს ბაზილიკა

ბუდაპეშტის უდიდესი ტაძარი, რომელიც ყურადღებას იმსახურებს თავისი უბადლო არქიტექტურისა და გუმბათის წყალობით და საიდანაც ბუდას უმშვენიერესი ხედი იშლება. თუმცა, სათვალთვალო მოედანზე ასასვლელად, ჯაფის გაწევა დაგჭირდებათ – ზემოთ მიხვეულ-მოხვეული კიბე ადის.

11. ფეხსაცმელები დუნაის სანაპიროზე

მემორიალი დუნაის სანაპიროზე, რომელიც სევდას მოგგვრით. ბრინჯაოს 60 წყვილი   ფეხსაცმელი – ქალების, მამაკაცებისა და ბავშვებისაც კი – იმას შეგახსენებთ, თუ როგორ ხვრეტდნენ ებრაელთა ოჯახებს მეორე მსოფლიო ომის დროს. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ძეგლია.

12. ტერორის მუზეუმი

ბუდაპეშტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ სულისშემძვრელი ადგილია. აქ შეგიძლიათ გაიგოთ მეტი უნგრეთის ისტორიისა და ტოტალიტარული რეჟიმის ტრაგიკული პერიოდის შესახებ. ექცპოზიცია წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. შესვლა უფასოა.

13. ხელოვნების სასახლე

ეს სასახლე, რომელიც  2005 წელს გაიხსნა, ბუდაპეშტის ახალგაზრდებისთვის თავისუფალი დროის გატების საყვარელ ადგილად იქცა. საღამოობით აქ მუსიკალური კონცერტები და თეატრალური წარმოდგენები იმართება, ხოლო დღისით ყველას შეუძლია  თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები იხილოს. აქვე არსებობს სპეციალური ბავშვთა ცენტრი, სადაც მშობლები ბავშვის დატოვებას შეძლებენ, სანამ ექსკურსიაზე იმყოფებიან.

14. ოპერის თეატრი

ოპერის შენობა – არა მხოლოდ გარედანაა მონუმენტური და დიდებული. შეძლებისდაგვარად წარმოდგენას დაესწარით ან ექსკურსიით ეწვიეთ, რათა განსაკუთრებული აკუსტიკის მქონე ცნობილი საოპერო დარბაზი იხილოთ.

15. აკვაპარკი Aquaworld

ყველაზე დიდი და უჩვეულო აღმოსავლეთ ევროპაში. აქ შეგიძლიათ არა მხოლოდ ისრიალოთ, არამედ სერფინგში და დაივინგშიც ივარჯიშოთ. სამუშაო განრიგისა და აქტუალური ფასების ნახვას ამ  ვებ-გვერდზე შეძლებთ.

16. პინბოლის მუზეუმი

შესანიშნავი ადგილი გიკებისა და  ბავშვებთან ერთად მოგზაური ოჯახებისთვის. აქ პინბოლის რარიტეტული ავტომატები და სხვა სათამაშო აპარატებია წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ვიზიტორებს არა მხოლოდ ექსპოზიციის დათვალიერება, არამედ ნებისმიერ აპარატზე თამაშიც კი შეუძლიათ. შესასვლელი ბილეთის ღირებულება 2500 ფორინტია (€8).

17. ბუდაპეშტის ზოოპარკი

ბუდაპეშტის ზოოპარკს  ყველა აქებს – როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ტურისტები.  ცხოველებისა და მწერების ასეთ იშვიათ სახეობებს ყველგან როდი იპოვით! მოზრდილთათვის შესასვლელი ბილეთის საფასური 2500  ფორინტს (€8) შეადგენს, ბავშვებისთვის – 1800 (€5.75). პარკის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულილა თემატური პარკი Holnemvolt Park, სადაც ფრინველებისა და შინაური ცხოველების ეგზოტიკური სახეობებია თავმოყრილი, ასევე სხვადასხვა ატრაქციონი ბავშვებისთვის.

18. დიდი ძველმანების ბაზრობა „ესკერი პიაკი“

მთელი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძველმანების ბაზრობა. აქ შესანიშნავ ანტიკვარიატსა და სამხედრო რელიქვიებს იპოვით, აგრეთვე არაჩვეულებრივ ფაიფურის სუვენირებსა და ნახატებს. მართალია, ამ ადგილს გირჩევთ შაბათ-კვირას დილაობით ეწვიოთ.

19. მუზეუმი Miniversum

უჩვეულო მუზეუმი  მხოლოდ ერთი წლის წინ გაიხსნა (2014 წელს), მაგრამ უკვე დიდი პოპულარულობით სარგებლობს ბუდაპეშტის მოქალაქეებსა და სტუმრებს შორის. აქ შეგიძლიათ იხილოთ მთელი უნგრეთის, ავსტრიასა და გერმანიის ნაწილი მინიატურაში. ამასთან, ექსპოზიციის მრავალი ნაწილი ინტერაქტიულია, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ თავად აამუშავოთ მატარებლები, ვერტმფრენები ან წისქვილები. მოზრდილთათვის შესვლის საფასურია – 1900 ფორინტი (€6), 2-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის – 1300 ფორინტი (€4.15).

20. Eventuell Gallery

უნგრული დიზაინერების უჩვეულო ნაწარმისა და სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთის მაღაზია, რომელთა შეძენა სუვენირების სახით შეგიძლიათ. ბევრი აქ როგორც მუზეუმში მოდის, რათა უბრალოდ დაათვალიეროს ეს უნიკალური ნივთები.

წყარო: aviabiletebi.org