იტალიის აეროპორტებში დაგეგმილი გაფიცვის მიუხედავად ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი გეგმას არ ცვლის და 25 ოქტომბერს ჩანიშნულ თბილისი-ბოლონია-თბილისის ავიარეისს განახორციელებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, რეისი რამდენიმე წუთიანი დაგვიანებით, თუმც შესრულდება.
“დიახ გაფიცვა დაგეგმილია, თუმცა ჩვენ რეისის განხორციელებას მაინც ვგეგმავთ, რადგანაც გვინდა, რომ ჩვენს მგზავრებს ხელი შევუწყოთ, რათა გეგმები არ შეეცვალოთ”, აცხადებენ ავიაკომპანიაში.
კომპანიის ინფორმაციითვე, იტალიის აეროპორტებში გაფიცვა 9 საათზე უნდა დასრულდეს და სწორედ ამიტომ ავიაკომპანიის საჰაერო ხომალდი ბოლონიის საერთაშორისო აეროპორტში სავარაუდოდ, 15-20 წუთიანი დაგვიანებით დაეშვება.
25 ოქტომბერის განრიგით, იტალიის ქალაქების მიმართულებით ქუთაისიდან ავიარეისები უნდა განახორციელოს Wizz Air-მაც.
აღსანიშნავია, რომ რიგმა ავიაკომპანიებმა იტალიის მიმართულებით, დაგეგმილი ავიარეისები ნაწილი გააუქმეს, ან დრო შეცვალეს.
როგორც ადგილობრივი მედია უწყება, გაფიცვა მთლიანად სატრანსპორტო სექტორს შეეხება და არ იმუშავებს ასევე მატარებლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
გაფიცულები მთავრობისგან მოითხოვენ, რომ დემპინგის წინააღმდეგ, კონკურენციის სტიმულირებისთვის, პენსიისა და ხელფასების ზრდისთვის ქმედითი ნაბიჯები იქნეს გადადგმული. მათი მოთხოვნაა ასევე, შემუშავებული იქნეს კონკრეტული ქმედითი გეგმა, ავიაკომპანია Alitalia-ს გადარჩენისათვის.
როგორც ცნობილია, Alitalia წლებია კრიზისულ ვითარებაშია და 1999 წლის შემდეგ მოგებაზე არ გასულა. 2016 წელს ავიაკომპანიის ზარალმა 500 მლნ ევრო შეადგინა.