საქმიანი ტურიზმის ისტორიაში, პირველად საქართველოში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა (UNWTO) და საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის (ICCA) ერთობლივი ღონისძიება „მასტერკლასი შეხვედრების ინდუსტრიაში“ გაიმართება.

✅ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა და საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის მხარდაჭერით 5 დეკემბერს ბათუმში გაიმართება. საქართველო ღონისძიების მასპინძლად მრავალ ქვეყანას შორის შეირჩა. მასტერკლასს ადგილობრივი კერძო სექტორის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან.
სემინარზე ICCA-ს და UNWTO-ს საერთაშორისო სპიკერები შემდეგ საკითხებს განახილავენ:

• საქმიანი ტურიზმის ინდუსტრია
• ICCA
• ასოციაციების როლი ცოდნის გაზიარების თვალსაზრისით
• შეხვედრების ინდუსტრიის მთავარი სარგებელი
• თანამედროვე ტენდენციები და ეკონომიკური კლასტერები და ა.შ.

✅ღონისძიებას საქართველოს, უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ტურიზმის ადმინისტრაციების და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან. საერთაშორისო მასტერკლასი ხელს შეუწყობს საქართველოში ბიზნეს ტურიზმის განვითარებას და შეხვედრების, კონგრესებისა და კონფერენციების მოზიდვას საქართველოში.