“საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მანქანების გაქირავების მიზნით, ფართის დროებით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით აუქციონს აცხადებს.

საუბარია აეროპორტში, არასტანდარტულ 4.5 მ² ფართზე. აუქციონის პირობების მიხედვით, ფართი გაიცემა 2020 წლის 31 მარტამდე, ხოლო მხარეთა შეთანხმებით, შემდგომ შესაძლებელია ვადის გაგრძელება მაქსიმუმ 6 თვით.

პირობების თანახმად, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემული ფართი გამოყენებულ უნდა იქნეს მსუბუქი მაღალი გამავლობის და მსუბუქი ავტომობილების გაქირავების სერვისის უზრუნველყოფის მიზნით.  
აუქციონზე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის ყოველთვიური საიჯარო ქირის საწყისი ღირებულება – 2000 ლარიდანაა (დღგ-ს ჩათვლით).
აუქციონში მონაწილეობის მსურველს უნდა ჰქონდეს ანალოგიური საქმიანობის წარმართვის არანაკლებ სამ წლიანი გამოცდილება. 
იჯარით გადაცემულ ფართში, რეისის მოფრენამდე 1 საათით ადრე და რეისიდან 2 საათის შემდეგ აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს ავტომანქანების გამქირავებელი კომპანიის წარმომადგენელი და ხორციელდებოდეს შესაბამისი მომსახურების გაწევა მსურველი პირებისთვის. 
მოიჯარე ვალდებულია მუდმივად მობილიზებული ჰყავდეს არანაკლებ 3 ერთეული სატრანსპორტო საშუალება. მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დამატებითი სატრანსპორტო საშუალებების მობილიზება.
შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომზე მოიჯარისთვის 3 ადგილის უსასყიდლოდ გამოყოფას. დამატებითი ადგილის საჭიროების შემთხვევაში, თითოეული ადგილის ღირებულება განისაზღვრება შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად (რომელიც დღეის მდგომარეობით შეადგენს: 1 საათი – 1 ლარი; სადღეღამისო დგომის შემთხვევაში -7 ლარი).
გამარჯვებული ვალდებულია განახორციელოს იჯარით გადაცემულ ფართის ბრენდირება,  შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან“ წინასწარი შეთანხმებით. ბრენდირების დიზაინის ნიმუში წარმოდგენილ იქნეს ხელშეკრულების გაფორმებამდე.
გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 კვირის ვადაში დაიწყოს სააუქციონო პირობებით გათვალისწინებული საქმიანობა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მანქანების გაქირავების მიზნით, ფართის დროებით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით გამოცხადებული აუქციონი 28 ოქტომბრისთვისაა ჩანიშნული.