უპრეცედენტო შემთხვევა ხდება საქართველოს მთავრობა აფინანსებს უცხო კომპანიას საკუთარი ავიაკომპანიის ჩასაძირად, – მიიჩნევს Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი.
მისი თქმით, იმ მდგომარეობაში რაშიც დღეს Georgian Airways-ია არამხოლოდ TAV Georgia ამის შექმოდედი, არამედ სახელმწიფო თავისი პასიურობით.
“გასულ წელს როდესაც მე-10 ახალი მიმართულება დავამატე, ერთი თვის შემდეგ, იგივე მიმართულებებზე დასვა ქუთაისიდან სხვა ავიაკომპანია და მას აფინანსებს. არ ვარ წინააღმდეგი, ქუთაისიდანაც იგივე მიმართულებებზე იყოს ფრენები, მაგრამ წინააღმდეგი ვარ ამ კომპანიის დაფინანსების. უცხო კომპანიას აფინასებენ, რომ ჩვენი კომპანია გაკოტრდეს. რატომ? ეს სახელმწიფოს უნდა კითხოთ. ამ ყველაფერს კი ამართლებენ ვითომ ტურიზმის მოზიდვით”, – აცხადებს თამაზ გაიაშვილი.