Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი TAV Georgia-ს სერვისი და მომსახურება არ მოსწონს.

დიდი ავიაციონერი ამბობს, რომ რომ ძირითადი პრეტენზიები სწორედ ამ მიმართულებით არსებობს, არ მოსწონს არც სააავიაციო უსაფრთხოების სტანდარტებიც.

“ავიაკომპანიას რა პრეტენზიები შესაძლოა ქონდეს TAV Georgia-ს მიმართ? პირველი პრეტენზიაა უსაფრთხოების კუთხით. მხედველობაში მაქვს საავიაციო უსაფრთხოება. როგორ მდგომარეობაშია პერონი, ასაფრენი ბილიკი და ასე შემდეგ… ასევე გამოვყოფდი, თუ რა ტექნიკით ემსახურება ის ავიაკომპანიებს. არანიარ კრიტიკას არ უძლებს ის თუ რა მდგოამრეობაშია დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. ვისაც უმგზავრია თბილისის აეროპორტიდან ამას მიხვდება. როგორც ვიცი მგზავრები კმაყოფილნი არ არიან, ამაზე ყოველდღე გვწერენ ჩვენ მგზავრები თუ რა ხდება აეროპორტში და რა მდგომარეობაშია ინფრასტრუქტურა. როგორც ქართველი გულდაწყვეტილი ვარ, რომ რეგიონში ყველაზე ცუდი აეროპორტი გვაქვს. ჩვენ ვერც ბაქოს აეროპორტთან ვერ მივალთ ახლოს და ვერც ერევანთან. ძალიან ჩამორჩენილები ვართ”, – განმარტავს თამაზ გაიაშვილი.