Georgian Airways-ის დამფუძნებელი მთავრობას TAV Georgia-სთან მიმართებით ლოალობაში ადანაშაულებს. თამაზ გაიაშვილი განმარტავს, რომ აეროპორტების ოპერატორ კომპანიასთან მოლაპარაკებებს არაერთხელ აწარმოებდა, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია.

“წლების განმავლობაში ვაწარმოებდით TAV-თან მოლაპარაკებებს, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ, არიან თავგასულები. მთავრობა წლების განმავლობაში ძალიან ლოილაური იყო მათ მიმართ და მიკერძოებულად ეხმარებოდნენ. ქართველი ხალხი იყო მძიმე მდგომარებაში ჩაყენებული. დღევანდელ პირობებში როდესაც ძალიან მძლავრი კონკურენციაა სავიაციო ბაზარზე და გიგანტურ კომპანიებთან გვიხდება ამ პატარა კომპანიას კონკურენცია TAV Georgia ამ გამოწვევაში ქართულ ავიაკომპანიებს არათუ მხარს უჭერს, არამედ ყოველდღიურად ცდილობს რომ შეავიწროოს. ტარიფები გაუგონრად მაღალია, ფასი და ხარისხი ერთმანეთს არ შეესაბამება”, – განმარტავს თამაზ გაიაშვილი.