ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2019 წლის თებერვლის მონაცემებზე დაყრდნობით, ყველაზე მოთხოვნადი ავიამიმართულებების რეიტინგს აქვეყნებს.

რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზეა ვენის მიმართულება. მეორე ადგილზე კი რომი, ხოლო მესამეს პოზიციას პრაღა იკავებს.

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2019 წლის თებერვლისთვის ყველაზე მოთხოვნად მიმართულებების TOP-5 ასეთია:

  1. ვენა
  2. რომი
  3. პრაღა
  4. ათენი
  5. მემინგენი

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 25 %-ით გაიზარდა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის თებერვალში 111%-ით გაიზარდა და 47,573 მგზავრი შეადგინა.

გაზრდილი მგზავრთნაკადის ფონზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აგრძელებს გაფართოებას და მომდევნო წლებში ის უფრო მეტი მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

​2019 წლისთვის კი Wizz Air-მა ქუთაისის ბაზაზე ახალი ეარბას A320-სა და 6 ახალი მიმართულების დამატება უკვე დაანონსა. ავიაკომპანია აგვისტოდან იწყებს რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან ეინდჰოვენის, ბარის, კოპენჰაგენის, ბაზელის, ტალინისა და ბრიუსელის მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო.