უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA თბილისის მიმართულებით სპეცრეისს ნიშნავს. როგორც AviaNews-ს  FlyUIA-ს საქართველოს წარმომადგენლობაში განუცხადეს, კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებაზე დაგეგმილია საევაკუაციო რეისის განხორციელება, რომელიც 27 მარტს შესრულდება. აღნიშნული რეისი წარმოადგენს ერთჯერად ჩარტერულ რეისს და ბილეთების რეალიზაცია მოხდება მხოლოდ ავიაკომპანიის ვებ გვერდიდან.

ვინაიდან COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნით უკრაინას და საქართველოს, მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების მსგავსად, უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე გარკვეული შეზღუდვები აქვს დაწესებული, კიევი-თბილისის ავიარეისზე ბილეთის შეძენა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, ხოლო თბილისი-კიევის ავიარეისზე კი მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს.