ყაზახური ავიაკომპანია SCAT აქტაუ-თბილისის მარშრუტზე ორ სპეცრეისს შეასრულებს. ჩარტერული ავიარეისები 27 და 31 მარტს, ყაზახეთის საელჩოსთან და ქართული მხარესთან თანამშრომლობით განხორციელდება.

ვინაიდან COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნით ყაზახეთსა და საქართველოს, მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების მსგავსად, უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე გარკვეული შეზღუდვები აქვს დაწესებული, აქტაუ-თბილისის ავიარეისზე ბილეთის შეძენა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, ხოლო თბილისი-აქტაუს ავიარეისზე კი მხოლოდ ყაზახეთის მოქალაქეებს. 

მეტი ინფორმაციისათვის და ასევე, ბილეთების შესაძენად გთხოვთ დაუკავშირდეთ:⠀
Customer Support Center: +7 8 7252 99 88 80 – NONSTOP
Mail: scat@scat.kz