ავიაკომპანია Georgian Airways-ის სპეცრეისით ვენიდან სამშობლოში საქართველოს 175 მოქალაქე დაბრუნდა. თბილისი-ვენა-თბილისის რეისი Georgian Airways-მა დღეს შეასრულა. მათგან 21 (ავსტრიიდან, გერმანიიდან, სლოვაკეთიდან) განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეა.

ყველა ჩამოსული მგზავრი სპეციალურ შემოწმებას გაივლის და კარანტინში გადავა.

გთავაზობთ Georgian Airways-ის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის წევრების ფოტოებს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით სპეციალურ სამოსში არიან. 

Georgian Airways-ის ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისთვის ემზადება.

Georgian Airways-ის მგზავრები საქართველოში დაბრუნდნენ. მათი მადლობა ავიაკომპანიას და მის ხელმძღვანელობას.