უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები – FlyUIA უკრაინიდან და უკრაინის მიმართულებით რეგულარულ და ჩარტერულ ფრენებს აჩერებს. აღნიშნული კი უკრაინის საჰაერო სივრცის დაკეტვას უკავშირდება.
ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ FlyUIA ინარჩუნებს და გააგრძელებს კონტაქტს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. FlyUIA ყველა მგზავრს და უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ მოხვდნენ და უნდა დაბრუნდნენ სურთ, მოუწოდებს დარეგისტრირდნენ უკრაინის მოქალაქეების სახელმწიფო რეგისტრაციის სახელმწიფო ვებგვერდზე https://friend.mfa.gov.ua/#/
ამის შემდეგ კი საიტზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს მიეწოდებათ ინფორმაცია უკრაინაში ჩამოსვლის ჩამოსვლის და ფრენების შესახებ.
ყველა შესაბამისი ინფორმაცია ფრენების მომავალი სტატუსის შესახებ განთავსდება FlyUIA -ს ოფიციალურ ვებგვერდზე (https://www.flyuia.com/ru/ru/home) www.flyuia.com. გაუქმებული ფრენების მგზავრებს ეცნობებათ მითითებული ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონის ნომრით.