უკრაინაში საომარი მოქმედებებისა და ქვეყნის საჰაერო სივრცის დროებით ჩაკეტვის გამო ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან ფრენების შეაჩერება მოუწია უნგრულ ავიაკომპანია Wizz Air-საც.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მგზავრებს, რომელთაც ბილეთები შეძენილი აქვთ უკრაინამდე/უკრაინიდან დამატებითი ინფორმაცია შეუძლიათ მოიძიონ wizzair.com-ზე, ან ალტერნატიულად, ავიაკომპანიის ქოლ ცენტრის მეშვეობით: 00380 893 202 532.

“ჩვენი მგზავრების და ეკიპაჟის უსაფრთხოება რჩება ჩვენს ნომერ პირველ პრიორიტეტად. ვიმედოვნებთ, რომ უკრაინაში ვითარება მალე დასტაბილურდება”, – აცხადებენ Wizz Air-ში.