რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო რამდენიმე რუსულმა აეროპორტმა ფუნქციონირება შეზღუდა.

„უკრაინის ირგვლივ შექმნილი რთული ვითარების გამო, 24 თებერვალს, მოსკოვის დროით 3:45 საათზე, რუსეთის სამხრეთით მდებარე რამდენიმე აეროპორტში ფრენები შეჩერდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

საავიაციო უწყების ცნობით, შეზღუდვები 2 მარტამდე იმოქმედებს.