არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai საკუთარ ავიაფლოტში მყოფი Boeing 737 MAX-ებით ოპერირებას აანონსებს. ავიაკომპანიაs Boeing 737 MAX-ებით ოპერირება 2019 წლიდან ჰქონდა შეჩერებული. თუმცა ამ ტიპის საჰაერო ხომალდებით რეისების შესრულებას მწვანე შუქი აუნთო არაბთა გაერთიანებული საამიროების სამოქალაქო ავიაციის უწყებამ, რომელმაც შეზღუდვა მოხსნა და შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში მათი მუშაობის განახლების შესაძლებლობა დაუშვა.
ავიაკომპანიას Boeing 737 MAX-ის პროგრამული უზრუნველყოფის განახლება მოუწევს, ასევე პილოტებისათვის საჭირო იქნება დამატებითი ტრენინგების ჩატარება.
მანამდე ლაინერები 2 წლიანი კონსერვაციიდან “უნდა გაანთავისუფლონ” და მათი ძირფესვიანი შემოწმება მოხდეს, რადგანაც ხომალდების გაჩერების პერიოდში შესაძლოა ადგილი ჰქონოდა მათში ცხოველების ან მწერების შეღწევას.
ასევე, flydubai ვალდებულია სამუშაოების დასრულების შემდეგ უსაფრთხოების მიზნით თითოეული თვითმფრინავით საცდელი ფრენები განახორციელოს. ამის შემდეგ მოხდება სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლებისგან მათი რეისებზე დაშვება.
დღეისათვის flydubai-ს ავიაპარკი 11 ერთეულ 11 Boeing 737 MAX 8-ს და 3 ერთეულ Boeing 737 MAX 9-ს აერთიანებს.