ისრაელის მთავრობამ კოვიდპასპორტები წარმოადგინა. ე.წ. „მწვანე პასპორტებს“ ყველა ის პირი მიიღებს, ვისაც კოვიდვაქცინა აქვს გაკეთებული ან კორონავირუსი აქვს გადატანილი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კოვიდპასპორტიან მოქალაქეებს სპორტულ დარბაზებში, აუზებზე, გამოფენებსა და სხვა სივრცეებში სიარულის უფლება მიეცემათ.

პასპორტების დარიგება სავარაუდოდ 21 თებერვლიდან დაიწყება. პასპორტების გაყალბების მცდელობა უმკაცრესად დაისჯება.

წყარო: imedinews.ge