ევროპული International Consolidated Airlines Group S.A-მ (IAG), რომლის შემადგენლობაშიც შედიან British Airways და Iberia, ესპანეთის ბიზნესის ეფექტურობით და ძლიერი მოთხოვნით, 2023 წლის პირველი ნახევარი წმინდა მოგებით დაასრულა.

საჰაერო ჯგუფის წმინდა მოგებამ იანვარ-ივნისში 921 მილიონი ევრო შეადგინა. ეს კი წინა წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებული 654 მილიონ ევროს ზარალის შემდეგ მოხდა.

ირკვევა, რომ მიმდინარე წელს დაზუსტებულმა საოპერაციო მოგებამ რეკორდულ 1,26 მილიარდ ევროს მიაღწია, 2022 წლის პირველ ნახევარში 446 მილიონი ევროს ზარალის წინააღმდეგ, გადასახადამდე მოგებამ – 1,037 მილიარდი ევრო 843 მილიონი ევროს ზარალთან შედარებით.

IAG-ის შემოსავალმა შეადგინა 13,583 მილიარდი ევრო, წინა წლის 9,351 მილიარდ ევროსთან შედარებით. სამგზავრო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი 55%-ით, 7,604 მილიარდი ევროდან 11,784 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.

ავიაკომპანიებმა ჯგუფმა იანვარ-ივნისში 54,307 მლნ მგზავრი გადაიყვანა, რაც თითქმის 36%-ით აღემატება ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელს. ფრენების დატვირთულობა 77,8%-დან 84,1%-მდე გაიზარდა, ხოლო საჰაერო ხომალდების რაოდენობა 549-დან 565-მდე.

პარასკევს ლონდონის აუქციონზე IAG-ის აქციების შეთავაზებები 3,5%-ს ემატება. კომპანიის კაპიტალიზაცია გასულ წელს 35%-ით გაიზარდა, ხოლო ბრიტანულმა საფონდო ინდექსმა FTSE 100-მა 3,8%-ით მოიმატა.

აღსანიშნავია, რომ IAG-ში British Airways-ისა და Iberia-ს გარდა შედიან Aer Lingus (ირლანდია) და „ლოუქოსტერები“ Level და Vueling.