ავიაკომპანია „აზერბაიჯანის ავიახაზები“ (AZAL) და Buta Airways-ი ოქტომბრიდან ერთი ბრენდის ქვეშ ერთიანდებიან – AZAL.

როგორც AZAL-ში განმარტავენ შერწყმის შემდეგ, Buta Airways-ის ყველა ფრენა შეთავაზებული იქნება ერთი ბრენდის AZAL-ის ქვეშ, არსებული ხელმისაწვდომი ფასებით, მაგრამ მომსახურების უფრო მაღალი დონით.

სხვადასხვა ფასდაკლების აქციები გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში. AZAL თავის ყველა ფრენაზე ახალი ტარიფი “Buta Budget“-ი შემოაქვს, რათა საჰაერო მგზავრობა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

„შერწყმა, რომელიც აერთიანებს ორივე ავიაკომპანიის საუკეთესო თვისებებს, კიდევ უფრო გააფართოებს მგზავრებისთვის ხელმისაწვდომ ტარიფებს, ასევე უზრუნველყოფს მოგზაურობის მოხერხებულ დაგეგმვას და გააუმჯობესებს მომსახურების დონეს“, – აღნიშნავენ AZAL-ში.

გარდა ამისა, ხელბარგი ჩაირთვება ყველა ტარიფში, გარდა “Buta Budget”-ის ბარგის გარეშე მგზავრობისა.