ავიაკომპანია Getjet Airlines-მა ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ავიარეისების განხორციელება დაიწყო. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ი განმარტავენ, ავიაკომპანიამ ვილნიუსი-ბათუმი-ვილნიუსის საჰაერო ხაზზე პირველი ფრენა დღეს შეასრულა.

TAV Georgia-ს განმარტებით, Getjet Airlines-ს ვილნიუსს და ბათუმს შორის კვირაში ერთი სიხშირე ექნება. ჩარტერულ რეისებს ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით 25 სექტემბრამდე განახორციელებს.

GetJet Airlines არის ლიეტუვის ჩარტერული ავიაკომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ტუროპერატორებისთვის ჩარტერული ფრენების განხორციელებაზე.