გერმანული საავტობუსო დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავი FlixBus-ი უკრაინულ ბაზარზე საქმიანობის გაფართოვებას გეგმავს. კომპანია კიევში პირველ პრესკონფერენციას 11 ივნისს გეგმავს და FlixBus-ის პოლონეთისა და უკრაინის განყოფილების ხელმძღვანელი მიხალ ლემონი უკრაინის ბაზარზე FlixBus-ის გეგმებზე,  FlixBus-ის ბიზნეს-მოდელზე და ადგილობრივ საავტობუსო კომპანიებთან თანამშრომლობაზე ისაუბრებს.

შეგახსენებთ, რომ  FlixBus-მა უკრაინული ბაზრისადმი ინტერესი ჯერ კიდევ 2017 წელს დააფიქსირა. დღეისათვის კომპანია 29 ქვეყანაში 2000 მიმართულებით ოპერირებს.