უკრაინული ავიაკომპანია YanAir Airlines-ი უკრაინის ქალაქებიდან აჭარის მიმართულებით სეზონური ავიარეისების განახლების გრაფიკს აქვეყნებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, YanAir Airlines-ი 4 ივნისიდან კიევი-ბათუმის მარშრუტზე დაიწყებს ფრენებს. აღნიშნულ მიმართულებაზე რეისები კვირაში 7 სიხშირით შესრულდება.

რაც შეეხება ხარკოვი-ბათუმის ავიარეისებს, მის განხორციელებას YanAir Airlines-ი 5 ივნისიდან დაიწყებს. ფრენები ყოველ ოთხშაბათს განხორციელდება.

ოდესა-ბათუმის მიმართულებაზე კი სეზონური ფრენების დაწყებას YanAir Airlines-ი 8 ივნისიდან გეგმავს. ფრენები ოდესა-ბათუმი-ოდესას მარშრუტზე კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ შაბათს განხორციელდება.

YanAir Airlines-ის ავიაბილეთი აერთიანებს 7 კგ. ხელბარგსა და 23 კგ. ჩასაბარებელ ბარგს.

ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანია YanAir Airlines-ის ვებ-გვერდზე.