საუკეთესო საბორტო კვების TOP-10-ში ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-იც მოხვდა. ქართული ავიაკომპანია “საუკეთესოთა” მეექვსე პოზიციაზეა. რეიტინგი რუსულმა ტურისტულმა პორტალმა tutu.ru-მ გამოაქვეყნა და მასში ლიდერ პოზიციას Uzbekistan Airways-ის საბორტე კვება იკავებს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე გემრიელი საბორტე კვების რეიტინგში Uzbekistan Airways-მა Turkish Airlines-ისა და Lufthansa-ს კვებასაც კი აჯობა. რეიტინგში მესამე პოზიციაზეა
რეიტინგის შედგენისას 27 500 მგზავრის შეფასების გაანალიზება მოხდა, რომელიც მათ 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის აპრილამდე პერიოდში გააკეთეს.
რეიტინგის მიხედვით, ყველაზე საუკეთესო საბორტე კვების მქონე ავიაკომპანიების ჩამონათვალში მეორე ადგილზეა აზერბაიჯანული ავიაკომპანია Azerbaijan Hava Yollary-ია (AZAL). შეფასებების მიხედვით, ავიაკომპანიის მგზავრებს ძალიან მოსწონთ, რომ ავიაკომპანიის საბორტე მენიუ მოიცავს სალათებს, თხილს, დესერტს და ღვინოს.
რეიტინგში მესამე პოზიციაზეა თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ი. მგზავრთა უმრავლესობას Turkish Airlines-ის საბორტო კვების ხარისხი ძალიან მოსწონთ, თუმცა მგზავრთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ Turkish Airlines-ის კვებაში “აღმოსავლური ნოტებითაა” გაჯერებული, რაც ყველას არ მოსწონთ.
საუკეთესო ბორტზე კვების რეიტინგში მეოთხე პოზიციაზეა გერმანული ავიაკომპანია Lufthansa, რომელიც საკონტინენთაშორისო რეისებზე მგზავრებს სამი სახეობის კერძს და სასმელს სთავაზობს. მგზავრები მიიჩნევენ, რომ ბორტზე ლუდი და ღვინო ძალიან გემრიელია, თუმცა საკვებს მხოლოდ განსაკუთრებულ რეისებზე არიგებენ ლითონის ატრიბუტიკით.
საუკეთესო საბორტე კვების მქონე ავიაკომპანიების TOP-10-ში მეხუთე პოზიციაზეა ყაზახური Air Astana. მგზავრები ავიაკომპანიას მრავალფეროვანი ტკბილეულისა და სასმელის გამო აქებს. მგზავრებს ასევე ძალიან მოსწონთ საბორტე კვების პორციის მოცულობა
TOP-10-ში მეექვსე პოზიციაზეა ქართული ავიაგადამზიდავი Georgian Airways-ი, ხოლო მეშვიდეზე ბერძნული ავიაკომპანია Ellinair-ი. რაც შეეხება ტაჯიკურ ავიაკომპანია Somon Air-ს, ის რეიტინგში მერვე ადგილზეა. მეცხრე პოზიციას საუკეთესოების რეიტინგში ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი იკავებს. TOP-10-ში ბოლო მეათე პოზიციაზე კი მოლდოვური ავიაკომპანია Air Moldova-ა.
მაშ ასე, tutu.ru-ს მიერ მომზადებული საუკეთესო საბორტე კვების მქონე TOP-10 ასე გამოიყურება:
1. Uzbekistan Airways;
2. Azerbaijan Hava Yollary-ია (AZAL);
3. Turkish Airlines;
4. Lufthansa;
5. Air Astana;
6. Georgian Airways;
7. Ellinair;
8. Somon Air;
9. Aegean Airlines;
10. Air Moldova;