ევროპაში ხუთ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას აქვს ყველაზე ახალგაზრდა საჰაერო ფლოტი, აჩვენა შვეიცარიული საავიაციო ვებსაიტის ch-aviation-ის კვლევამ.

საუკეთესო მაჩვენებლები არის ისლანდიურ ავიაკომპანია PLAY-ს, რომელიც დაფრინავს 10 თვითმფრინავით, რომელთა ასაკი 3,51 წელია.

მეორე ადგილს იკავებს ლატვიური airBaltic-ი, რომელიც მოქმედებს ჰიბრიდული ავიაკომპანიების სეგმენტში, რომლებიც აერთიანებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მახასიათებლებს და კლასიკურ ავიაკომპანიებს. მისი 46 თვითმფრინავის საშუალო ასაკი 3,54 წელია.

დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავი Wizz Air მესამე ადგილზე გავიდა 198 თვითმფრინავის საშუალო ასაკით – 4,42 წელი. ch-aviation-მა ავიაპარკის ასაკის გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღო Wizz Air-ის ბრენდის ქვეშ მოქმედი ყველა ავიაკომპანიის ფლოტი: Wizz Air, Wizz Air Abu Dhabi, Wizz Air Malta და Wizz Air UK.

Ch-aviation-მა თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი მეოთხე ადგილზე დააყენა. მიუხედავად იმისა, რომ გადამზიდავი დაფუძნებულია საბიჰა გოქჩენის აეროპორტში, სტამბოლის აზიურ მხარეს, თურქული ავიაკომპანიები როგორც წესი, ხშირად ხვდებიან ევროპულ რეიტინგებში. Pegasus Airlines-ის 108 თვითმფრინავის საშუალო ასაკი 4,53 წელია.

ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა ფლოტის მქონე ავიაკომპანიების ხუთეულს ხურავს პატარა ფრანგული ბიუჯეტის ავიაკომპანია French Bee. ის დაფრინავს ექვსი თვითმფრინავით, რომელთა საშუალო ასაკი 4,59 წელია.