ევროკავშირში არანორმალურმა სიცხემ ევროპულ აეროპორტებში კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია, რომლებიც მანამდე პერსონალის ნაკლებობის გამო გამტარუნარიანობას ამცირებდნენ.
ქაოსის „წინა პლანზეა“ – ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტი. მათ გამტარუნარიანობა ივლისის ბოლომდე შეუზღუდეს: აეროპორტს არ შეუძლია დღეში 67 500-ზე მეტი მგზავრის გატარება, რის გამოც ბევრი ავიაკომპანია იძულებული გახდა განრიგის ოპტიმიზაცია მოეხდინა.
მაგრამ ამით არსებული პრობლემები არ შემსუბუქებულა: სხიპჰოლში, ბარგის მიღებისა და მოთხოვნის სისტემა ჩამოიშალა. ამ მიზეზით, 2022 წლის 21 ივლისს ყველა მგზავრს უფლება მიეცა მხოლოდ ხელბარგით ემგზავრა. მათ, ვინც არ დაკმაყოფილდა ამ ვარიანტით, KLM-მა მათ შესთავაზა ფრენის გადაჯავშნა ან ვაუჩერის გაცემა მომავალი ფრენისთვის.
ლიმიტზე მუშაობს გერმანიის აეროპორტები, განსაკუთრებით ფრანკფურტის აეროპორტი. ფრანკფურტის აეროპორტის ოპერატორმა Fraport-მა მგზავრები გააფრთხილა რეგისტრაციის რიგებისა და ბარგის ჩაბარებისას ხანგრძლივი ლოდინის შესახებ, განსაკუთრებით 22-დან 24 ივლისამდე.
„რაც ნაკლებ ბარგს წაიღებთ თან, მით უკეთესი. თუ შესაძლებელია, თან წაიღეთ მხოლოდ ერთი ხელის ბარგი“, – ამბობენ Fraport-ში. გარდა ამისა, მოგზაურებს ურჩევენ ბარგს მიამაგრონ საკონტაქტო ტეგები და მონიშნონ ჩემოდნები ქსოვილის ლენტით ან სხვა საშუალებებით. ეს დაგეხმარებათ შედარებით მარტივად იპოვოთ თქვენი ბარგი.
იტალიაში ხელისუფლებამ ასევე გააფრთხილა მოქალაქეები და ტურისტები, თავი შეიკავონ ძალიან ბევრი ჩემოდნებით მგზავრობისგან, რადგან მოგზაურობის გეგმებს ემუქრება დიდი შეფერხებები ევროპის აეროპორტებში, არა მხოლოდ ოპერაციული პრობლემების, არამედ ავიაკომპანიის პერსონალის გაფიცვების გამო. თავად იტალიაში მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში 500-ზე მეტი ფრენა გაუქმდა.
„მოგზაურებს ურჩევენ, ხელბარგი წაიღონ მხოლოდ თან, რათა თავიდან აიცილონ დიდი ხნის ლოდინი მათი ნივთების დაბრუნებაზე“, – ნათქვამია იტალიის მდგრადი ინფრასტრუქტურისა და მობილობის სამინისტროს პრესრელიზში.