აშშ-ში პილოტებს შორის ჩხუბის გამო ფრენა გადაიდო. უცხოური მედიის ინფორმაციით, ავიაკომპანია Alaska Airlines-ის ერთ-ერთი რეისი უამინდობის გამო ორი საათით გადაიდო. ვიდრე საჰაერო ხომალდი ფრენის ნებართვას ელოდა, ორმა მფრინავმა ერთმანეთთან იჩხუბა.

საბოლოოდ კაპიტანმა, უარი თქვა ფრენაზე და გადაწყვეტილება მიიღო თვითმფრინავი ტერმინალთან მიებრუნებინა და ყველა მგზავრი უკან დაებრუნებინა.

ცოტა მოგვიანებით ავიაკომპანიამ იპოვეს სხვა მფრინავი სხვა რეისიდან, რომელმაც ცაში შეცვალა მიწაზე განაწყენებული კოლეგა.