აზერბაიჯანის ეროვნულმა გადამზიდავმა AZAL-მა დღეს ფარნბოროში ხელი მოაწერა განზრახულობათა მემორანდუმს, რაც დამატებით ოთხი Boeing 787 Dreamliner-ის შეძენას გულისხმობს. ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯაჰანგირ ასკეროვმა განაცხადა, რომ AZAL-ი “ნელა” უბრუნდება ტრანსპორტირების წინა პანდემიურ დონეს.

ირკვევა, რომ ხომალდების მიღებაზე საბოლოო ხელშეჯრულება მიმდინარე წლის დეკემბერში გაფორმდება, ხოლო შეკვეთილი თვითმფრინავების მიწოდება 2025-30 წლებში მოხდება.

ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა Boeing-ის კომერციული თვითმფრინავების განყოფილების უფროსთან სტენ დილისთან თანდასწრებით განაცხადა, რომ AZAL აღარ განიხილავს 737 MAX თვითმფრინავის შეძენას, მაგრამ სთხოვა Boeing-ს “757-ის დაბრუნება“