გასულ წელთან შედარებით, ევროკავშირში (EU) ავიაბილეთების ფასი 30%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

ევროპის უმსხვილესი აეროპორტების ასოციაციის (ACI Europe) ხელმძღვანელის, ოლივიე იანკოვეცის თქმით, მარეგულირებლებმა მჭიდროდ უნდა “აკონტროლონ ბილეთების ტარიფების დონე და შეამოწმონ, არის თუ არა ფასების პოლიტიკის რაიმე დარღვევა ამ შემთხვევაში”.

მან განმარტა, რომ სექტორს ფასებზე შეზღუდვის დაწესებას არ სთავაზობს, მაგრამ საფასო პოლიტიკის გააზრებას კი სთავაზობს.

გამოცემა ფრენებზე ფასების გაზრდის სხვა ფაქტორებად ასახელებს, მათ შორისაა ხომალდების ნაკლებობა და პანდემიის შემდეგ, ფრენებზე დიდი მოთხოვნა.