ავიაკომპანია Singapore Airlines-ის გენერალური დირექტორი გო ჩუნ ფონგი დასახელდა ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ხელმძღვანელად. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

მისი თქმით, გუო ჩუნ ფონგმა მიიღო დაახლოებით 5 მილიონი აშშ დოლარი გასულ ფისკალურ წელს, რაც 86%-ით მეტია წინა წლებთან შედარებით. აღნიშნული შემოსავალი კი მას ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ხელმძღვანელად აქცევს. პანდემიური კრიზისიდან რეკორდული წლიური მოგებით გამოსვლის შემდეგ, სინგაპურში დაფუძნებულმა კომპანიამ განაცხადა, რომ თანამშრომლებს გადაუხდის ბონუსს დაახლოებით რვა თვის ხელფასის სახით.

სააგენტოს ცნობით, Singapore Airlines-ის გენერალური დირექტორის ხელფასი არ აღწევს ამერიკული ავიაკომპანიების ლიდერების დონეს, მაგრამ ის უსწრებს სხვა ავიაკომპანიების უმეტესობას. კომპანიის დოკუმენტებისა და წლიური ანგარიშების მიხედვით, United Airlines-ის სკოტ კირბიმ მიიღო $9.8 მილიონი, Delta Air Lines-ის ედ ბასტიანმა $9.6 მილიონი, British Airways-ის ლუის გალეგომ $3.3 მილიონი და Qantas Airways-ის ალან ჯოისმა კი $3.7 მილიონი.