ევროკომისიამ 2021 წლის ზაფხულის აეროპორტების ექსპლუატაციის პროექტი წარმოადგინა, რაც ავიაკომპანიებისთვის გამოყოფილი ყველა სლოტის შენარჩუნებას გულისხმობს, თუ კი ისინი ამ სლოტების მინიმუმ 40%-ს იყენებენ, რადგანაც პანდემიის შემდეგ ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენა მხოლოდ ახლა იწყება.

საავიაციო ინდუსტრიის სლოტში იგულისხმება აეროპორტის დისპეტჩერიზაციის სამსახურის მიერ თვითმფრინავის აფრენის ან ჩამოფრენისთვის გამოყოფილი დროის პერიოდი.

ევროკავშირის ტერიტორიაზე, ნორმალური ოპერირების პირობებში, არსებობს წესი, რომლის თანახმად, ავიაკომპანიებმა გამოყოფილი სლოტების მინიმუმ 80%-ი უნდა აითვისონ, თუ კი მათ ამ ნომრის შენარჩუნება მომავალშიც სურთ.

ამასთან, პანდემიის პირველ ეტაპზე საავიაციო ინდუსტრიის მხარდაჭერის ფარგლებში, მათ შორის სამგზავრო საჰაერო მიმოსვლაზე მოთხოვნის მკვეთრი ვარდნის გამო, ევროკომისიამ მარტში დროებით შეაჩერა საავიაციო სლოტების სისტემა ისე, რომ ავიაკომპანიებს ცარიელი ფრენების შესრულება არ მოუხდათ და იმავდროულად შეინარჩუნეს კვოტები. 

2021 წლის ზაფხულის ტურისტული პერიოდის სამუშაოების პროექტი, ბალანსის საშუალებას იძლევა ავიაკომპანიების ინტერესსა და მგზავრთა უფლებების დაცვას შორის, ვინაიდან ევროკავშირის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ზაფხულში, სამგზავრო მიმოსვლა სავარაუდოდ  2019 წლის მაჩვენებლების 50%-ი იქნება. 

თავიც მხრივ აღნიშნული პროექტი საჭიროებს დამტკიცებას ევროპარლამენტისა და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ.