თურქეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (SHGM) ახალი გადაწყვეტილებით, თვითმფრინავის ბორტზე ხელბარგის ატანის აკრძალვა გააუქმა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანია Turkish Airlines-ის გენერალურმა დირექტორმა ბილალ ეკშმა მგზავრებს ტვიტერის საკუთარი მიკრობლოგის საშუალებით მიაწოდა. 

”ხელბარგი ჩვეულ რეჟიმში ბრუნდება. თურქეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ (SHGM) 17 დეკემბრიდან ნებადართულია ხელბარგი თვითმფრინავის სალონში ატანა”, – წერს ავიაკომპანიის ხელმძღვანელი

აღნიშნული შეზღუდვა თურქეთმა COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო და ის აქტიურია 2020 წლის აგვისტოდან. 

დღეს არსებული რეგულაციით, თვითმფრინავის ბორტზე ნებადართული იყო მხოლოდ ლეპტოპის ჩანთის, საბავშვო ჩანთის, პატარა ხელჩანთის ატანა, რომელშიც გარკვეული ნივთების ქონაც კი შეზღუდული რაოდენობით იყო დაშვებული.