გერმანული ავიაკომპანია Eurowings-ი ვარაუდობს, რომ 2022 წლისთვის პანდემიანდე არსებულ მაჩვენებლებზე გასვლას შეძლებს. 

Lufthansa Group-ის შვილობილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოდგომაზე 81 თვითმფრინავით აპირებს ოპერირებას, რადგანაც მის ავიაპარკში მყოფ თვითმფრინავებს ზამთარში ტექნიკური მომსახურება უწევთ. 

2022 წლის ზაფხულისთვის კი Eurowings-ი ფრენებს უკვე 115 საჰაერო ხომალდით შეასრულებს, რაც 2019 წლის მაჩვენებლების იდენტური იქნება. 

ამასთან, Eurowings-მა უარი თქვა გრძელმაგისტრალურ ტურისტულ ფრენებზე და აღნიშნული სეგმენტის დელეგირება მთლიანად Eurowings Discover-ზე მოახდინა.