2021 წლის აგვისტოში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ აგვისტოში Turkish Cargo-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 394,514 ტონა ტვირთი გადაზიდა.

საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა ლუქსემბურგის სატვირთო ავიაგადამზიდავი Cargolux Airlines-ი. აგვისტოში ავიაკომპანია საქართველოს საჰაერო სატვირთო ტვირთების ბაზარზე 237,079 ტონა ტვირთს მოემსახურა. 

ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მესამე პოზიციაზეა, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways Cargo, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით აგვისტოს განმავლობაში 152,111 ტონა ტვირთი გაატარა. სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airways Cargo საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარს სულ რამდენიმე თვეა რაც შეუერთდა და საკმაოდ წარმატებულად ოპერირებს.

დღეისათვის Georgian Airways Cargo-ს ფრენების ოპერატორია შპს “ლოგოსი”. სატვირთო ავიაკომპანიასა და “ლოგოსს” 1 წლიანი სამუშაო ხელშეკრულება აკავშირებთ. 2021 წლის მაისში ავიაკომპანიას გადაზიდული ტვირთების მიხედვით ავიაკომპანიების TOP-5-ში მეხუთე ადგილი ეკავა, ივნისსა და ივლისში კი უკვე ერთი ნაბიჯით დაწინაურდა მეოთხე პოზიციაზე იყო.

აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გატარებული ტვირთნაკადით მეოთხე პოზიციაზეა ბელორუსული ავიაკომპანია Rubystar Airways-ი, რომელიც თვის განმავლობაში 116,518 ტონა ტვირთს მოემსახურა.

აღსანიშნავია, რომ Rubystar Airways-ის საჰაერო ხომალდები Silk Way West Airlines-ს ჰყავს იჯარით აყვანილი და შესაბამისად Rubystar Airways-ის ხომალდებით დღეს Silk Way West Airlines-ი ოპერირებს.

რეიტინგში მეხუთე ადგილზეა ქართული სატვირთო ავიაგადამზიდავი Easy Charter-ი, რომელიც 2021 წლის აგვისტოში საქართველოს სატვირთო გადაზიდვებს ბაზარზე 80,288 ტონა ტვირთს მოემსახურა. 

მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:

Turkish Cargo;

Cargolux Airlines;

Georgian Airways Cargo;

Rubystar Airways;

Easy Charter;