არაბულმა ავიაკომპანია Etihad Airways-მა ეკონომ კლასში სასურველი ადგილის შერჩევისთვის გადასახადი დააწესა. ახალი ნორმა ძალაში 15 ივლისიდან უკვე შევიდა.
ადგილების შერჩევისთვის გადასახადის დაწესება მსოფლიო ავიაციაში აპრობირებული მეთოდია და მაგალითად Emirates-ი მას 2016 წლიდან იყენებს.
საიტზე ბილეთის ყიდვისას, მგზავრს შესაძლებლობა ეძლევა სასურველი ადგილის შერჩევისთვის დამატებითი თანხა გადაიხადოს და სასურველი ბილეთი იყიდოს.