თბილისის საერთაშორისო აერპორტში ახალი კვების ობიექტი „ბადია“ გაიხსნა. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, კვების ობიექტი აეროპორტის გაფრენის დარბაზშია განთავსებული.
კაფე „ბადია“ მგზავრებს ტრადიციული ქართული კერძების ფართო არჩევანს სთავაზობს. მყუდრო გარემოში მგზავრებს ქართული ღვინის დაგემოვნებაც შეუძლიათ. კაფეს სახელიც ღვინსოთან არის კავშირში და სპეციალურად შეირჩა, „ბადია“ ღვინის ტრადიციული ჭურჭელია, რომელსაც საქართველოში საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ.