ესპანეთის ბორტგამცილებელთა პროფკავშირები Ryanair-ის თანამშრომლებს შორის ივლისში გაფიცვების სერიას აანონსებს, რომელიც შესაძლოა 12 დღე გაგრძელდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Dow Jones პროფკავშირის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
Ryanair-ის ესპანეთის შვილობილი კომპანიის თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ასევე კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვენ.
ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია არის “ერთადერთი საერთაშორისო კომპანია, რომელიც მუშაობს ესპანეთში კოლექტიური ხელშეკრულების გარეშე”, – განმარტავენ პროფკავშირის წარმომადგენლები.
კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის, EasyJet-ის ესპანელი ბორტგამცილებელი, ივლისში 9 დღით გაფიცვას გეგმავს. გაფიცვის მიზეზი ხელფასების ზრდის მოთხოვნაა, რაზეც კომპანიის თანამშრომლებმა გაფრთხილება ადრეც გააკეთეს.